|
2022-04-06 13:15:14, 1351 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი ევროპარლამენტარების ანგარიშზე - ეს ორგანიზაციის კვლევის ცენტრის ანგარიშია და შეფასებები ეკუთვნის ავტორებს
ანგარიში არ არის ევროპარლამენტის პროდუქტი, არამედ ევროპარლამენტის კვლევის ცენტრის და მასში მოცემული შეფასებები ეკუთვნის ავტორებს. მისი მიზანია, დახმარება გაუწიოს ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც ის ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. „ბევრი ის საკითხი, რაც ამ ანგარიშშია დაყენებული, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაცია, პოლარიზაცია მედიაში, კითხვები სასამართლო რეფორმებთან, არჩევნებთან და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, იცით, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმაც წამოწია, ისევე როგორც მე აქ. ვფიქრობ, ნათელია, რომ ეს არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც განხილვები გაგრძელდება საქართველოს ხელისუფლებასთან და ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის კუთხით. ვფიქრობ, კომისია მალე წარადგენს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა. 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებულ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)