|
2022-04-05 12:01:00, 720 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კონტრაბანდაზე - სამწუხაროა, უკრაინა-საქართველოს ხელისუფლებებს შორის ცალმხრივი მეგობრობაა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს გავლით კონტრაბანდული იარაღის რუსეთში გადასატანად „ალოგიკური ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების გაგრძელებაა“. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზეზი, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალურ ოპოზიციაში არიან, უკრაინაში ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენენ. მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან აღნიშნული „ბრალდება“ ძალიან მძიმე მოვლენაა და აჩვენებს, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი. „ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ მათ შორის უახლოეს წარსულში, მათ შორის იგივე ელჩის გაწვევის სახით და ამ ყველაფეს აქვს სამწუხაროდ ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი, იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთფქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამასაც რბილად ვამბობ, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავარძელოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი მეგობრების, ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის ინეტერესების რეალიზებას“, - განაცხადა კობახიძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)