|
2022-04-04 13:36:21, 667 ნახვა
საზოგადოება
მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში, ტრენინგები უტარდებათ
მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროექტის ფარგლებში, ტრენინგები უტარდებათ. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ფერმაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ. მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებით, მესაქონლეობის დარგის კოოპერატივები ფერმების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მართვას შეძლებენ, რაც წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობაზე დადებითად აისახება. ორდღიანი სწავლება მოიცავს საკითხებს: მსხვილფეხა პირუტყვის ძირითადი ინფექციური და ვექტორული დაავადებები, ფერმის დაცვა ცხოველთა დაავადებებისაგან, არაგადამდები დაავადებები, ვეტერინარული პრეპარატების სწორი გამოყენება, მოთხოვნები პირველადი წარმოების მიმართ, ძროხის ჯიშები, ძროხის მოვლა-შენახვა, მშრალი და მეწველი ფურის კვება და სხვა. მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტრენინგები პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL“ ფარგლებში, კოოპერატივების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ტარდება. მიმდინარე წელს, პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL“ ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია, ჯამში, 8 ტრენინგის ჩატარება და 100-ზე მეტი მესაქონლე ფერმერის გადამზადება. პროექტი SQIL დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ. პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture 37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)