|
2022-04-04 10:50:53, 889 ნახვა
საზოგადოება
საფრანგეთის ფინანსური ინსტიტუტის გრანტი საქართველოს რკინიგზას
საქართველოს რკინიგზამ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD) 500 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. ტექნიკური დახმარების მიზანი - სარკინიგზო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მხარდაჭერაა. საქართველოში ინვესტირებისა და სატვირთო გადაზიდვების ბაზრის გაფართოების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება: ეროვნული სარკინიგზო პოლიტიკის დოკუმენტი, რეგიონულ კონტექსტში - სატვირთო გადაზიდვების ბაზრის კვლევა და მისი განვითარების სტრატეგია. ასევე მომზადდება საინვესტიციო გეგმა (მათ შორის - მოძრავი შემადგენლობისთვის). დასახული მიზნების სწორად განხორციელებისთვის, AFD-ის რეკომენდაციით, საქართველოში ფრანგი ექსპერტი ჩამოვა, რომელიც საქართველოს რკინიგზისა და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს კონსულტაციებს გაუწევს. მისია, რომელიც აპრილში დაიწყება დაახლოებით 12/18 თვე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ AFD საფრანგეთის საჯარო ფინანსურ ინსტიტუტია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ისეთ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი (ADB).
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)