|
2022-04-03 17:58:48, 799 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, 25 თებერვალს ჯერ კიდევ, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში მთელი რიგი ტერიტორიები უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამის შემჩერებელი არავინ არ არის. "რაც ხდება დღეს უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ყველასთვის უაღრესად შემაშფოთებელი. 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის დანგრეული, განადგურებული. ქალაქები არის მიწასთან გასწორებული და ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს, ამ უბედურებას, დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, 25 თებერვალს ჯერ კიდევ, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის, თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, თქვენ ხედავთ, რომ არავინ არ არის,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)