17:30 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 13:36:11, 808 ნახვა

საზოგადოება
მეორე დღეა, მდინარე ლეხინდარში გადავარდნილ 17 წლის მოზარდს ეძებენ

მეორე დღეა, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავის მდინარეში გაუჩინარებულ 17 წლის მოზარდს ეძებენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ოპერაციაში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი, ასევე, ტერიტორიის მონიტორინგი ხდება საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობითაც და მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის მართვის ცენტრ "112"-ში მიმდინარე წლის 2 აპრილს შემოვიდა შეტყობინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გაუჩინარებული  მოქალაქის შესახებ. ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე მდინარე ლეხიდრეს სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა და გაუჩინარდა.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში სოფელ ლეხიდრისთავში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით გამოცხადდნენ და დაიწყეს გაუჩინარებული მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ოპერაციაში ჩაერთო 45 მეხანძრე-მაშველი, რომელთა მიერ, ამ დროისთვის, მიმდინარეობს მდინარის სანაპირო ზოლის და ზედაპირის დათვალიერება. ასევე, ტერიტორიის მონიტორინგი ხდება საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობითაც. გარდა ამისა, ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფი და  სპეციალური მცურავი საშუალებები. ტერიტორიაზე მოწყობილია საველე შტაბები, მდინარე რიონსა და ლეხიდრეს შესართავთან მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები და მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი,"- აცხადებენ უწყებაში. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ​არასრულწლოვანი ხიდზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics