|
2022-04-02 23:19:38, 710 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ნაციონალური მოძრაობის გეგმა არის გაზაფხულზე ოცნებისთვის პოლიტიკური სიცოცხლის გამწარება
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიამ ბათუმში დაამტკიცა, რომ მაგარი კაცების, მაგარი ქართველების და მაგარი ვაჟკაცი გოგონების პარტიაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. „ქალბატონების, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში იბრძოლეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ქალაქი 2021 წელს პირწმინდად მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არავის არაფერი შეეშალოს იმით, რომ 14 საარჩევნო უბანზე 1 000 კაცი გადმოწერეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ელოდებოდა თუ არა იმ შედეგებს, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით გახდა ცნობილი, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ის დარწმუნებული იყო, რა შედეგიც დადგებოდა. „კი არ ველოდებოდი, პირდაპირ გეუბნებით, დარწმუნებული ვიყავი, რა შედეგიც დადგებოდა. 14 საარჩევნო უბანზე არჩევნები არ ტარდება. ბუნებრივად არ ტარდება. წარმოუდგენელია, ამხელა ადმინისტრაციულ რესურსს დაეჯახო. ოღონდ, მე, როგორც ადამიანს და როგორც პოლიტიკოსს, არ შემეძლო, ამ პოლიტიკური ველიდან გაქცევა. დღეს ამიტომ ვარ ბათუმში და მათ შორის, მთელი დღის განმავლობაში სააარჩევნო უბანზე ვიდექი. იმიტომ, რომ ჩემს კოლეგას ვცემ პატივს, რომელიც მომიკლეს. დიახ, მომიკლეს და არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს. თუ მიმდინარეობს, არ ვიცი, გვითხრან შედეგები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)