|
2022-04-02 16:01:41, 617 ნახვა
საზოგადოება
ისრაელში ტუროპერატორებს აჭარის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისრაელში ტურისტული და სარეკლამო კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართეს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პრეზენტაციაზე უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, სერვისებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. გარდა პრეზენტაციისა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები ჩაატარეს მედიაპლატფორმების, ტელევიზიების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც აჭარის შესახებ რეპორტაჟების, ბლოგებისა და სტატიების მომზადება იგეგმება. პრეზენტაცია და შეხვედრები ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „IMTM 2022” ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ისრაელი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც რეგიონში რეგულარული ფრენებისა და ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)