|
2022-04-02 10:29:23, 545 ნახვა
პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა
სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა. - ამის შესახებ ინფორმაცის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. "ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით. ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ საქმესთან მიმართებით არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას. ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციურ სისტემაში სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, სრულად დაცულია მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები. მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა და არასათანადო მკურნალობა." - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)