|
2022-04-01 15:49:38, 8887 ნახვა
კულტურა
იუნესკო - მსოფლიო მემკვიდრეობა საფრთხეშია უკრაინაში ომის გამო
იუნესკოს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს ათობით ეკლესია, ისტორიული ძეგლი და მუზეუმი უკვე დაზიანდა. ახლა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რაც ჩერნიგოვში ხდება. გაეროს კულტურის სააგენტომ ომის ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაზიანებული კულტურული ძეგლების წინასწარი სია შეადგინა. ამ დროისთვის დანგრეულია ან დაზიანებულია 29 სალოცავი, ისტორიული მნიშვნელობის 16 შენობა, ოთხი მუზეუმი და ოთხი ძეგლი. "ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ვითარებით. უკრაინაში კაცობრიობის მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება", - განაცხადა იუნესკოს წარმომადგენელმა ერნესტო ოტონემ. უკრაინის ტერიტორიაზე არის შვიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, კერძოდ ლვოვსა და კიევში; ქალაქები ოდესა და ხარკოვი შედის შემოქმედებითი ქალაქების ქსელში, ხოლო უკრაინის ზოგიერთი ეროვნული არქივი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)