|
2022-04-01 14:37:36, 799 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - საქართველო უკრაინასთან პრაქტიკულად „ცივი ომის“ მდგომარეობაშია, მთავრობა მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი ქვეყნის შუაგულს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს რომ, საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან პრაქტიკულად „ცივი ომის“ მდგომარეობაშია და ყველაზე მეტად სჭირდება მეგობრები. მისივე თქმით, საქართველო დასავლეთის რადარიდან გამქრალია და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს. „ლუგანსკში ხალხი ავტობუსებით მასობრივად შეჰყავთ და რუსეთთან შეერთებაზე "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავენ. ეს იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის "რეფერენდუმი" უბრალოდ მუქარა და პროვოკაცია გონია და ვისაც მთელი ეს დრო ეგონა, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით შეცვლიდა, თუ რა ჩაიწერებოდა პარლამენტის რეზოლუციაში. ახლა, საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდება მეგობრები, ის პრაქტიკულად „ცივი ომის“ მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს. არადა, ყველაფერი მიუთითებდა, განსაკუთრებით ბორდერიზაცია, რომ ეს მზადდებოდა. რუსეთი აპირებს ამ პროცესში ასევე თრუსოს ხეობის, რაჭის ნაწილის მიტაცებას. 2008 წლის მერე რუსეთმა წაიღო იმაზე მეტი ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე, ვიდრე მანამდე აკონტროლებდა. ასევე, რუსეთი ამ დღეებში ამტკიცებს კანონს თანამემამულეების შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა რუსის სამხედრო ძალით დაცვა შეეძლება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ამათ კი 50 ათასი რუსი შემოუშვეს. ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე კვირა ამ მთავრობის შესაცვლელად, რათა განსაცდელს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობით შევხვდეთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)