|
2022-03-31 23:33:53, 654 ნახვა
პოლიტიკა
ჯო ბაიდენი - პუტინი თვითიზოლაციაში გადადის
როგორც ჩანს, პუტინი თვითიზოლაციაში გადადის, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, პუტინმა თანაშემწეების ნაწილი სამსახურიდან დაითხოვა, ხოლო ზოგიერთი შინაპატიმრობაშია. „როგორც ჩანს, და მე არ ვამბობ, რომ ეს 100%-ით მართალია, პუტინი თვითიზოლაციაში გადადის. მან სამსახურიდან გაათავისუფლა ან შინაპატიმრობაში გადაიყვანა ზოგიერთი მრჩეველი. მაგრამ ზედმეტად ამაზე ყურადღების გამახვილება არ მინდა, რადგან ამის ბევრი მტკიცებულება არ გვაქვს“, – განაცხადა ბაიდენმა. პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ერთი გალონი საწვავი საშუალოდ 4.20 დოლარი ღირს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 3.30 დოლარი ღირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)