|
2022-03-30 14:24:47, 600 ნახვა
მსოფლიო
დავით არახამია ასახელებს პირობას, რა შემთხვევაშიც უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას გააფორმებს
რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრული გაყვანის პირობით, - ამის შესახებ RBC-Ukraine- თან ინტერვიუში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა, დავით არახამიამ განაცხადა. „როდესაც მივაღწევთ სამშვიდობო შეთანხმებას ხელშეკრულების პირობით, მათ მოუწევთ უკრაინის ტერტიორიის მთლიანად დატოვება ," - განაცხადა არახამიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ჯარებმა, ხერსონის რეგიონის სამხრეთი - ე.წ. "დერეფანი" ყირიმისკენ უნდა დატოვონ. შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბულში გუშინ გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინის დელეგაციაში განაცხადეს, რომ „სჭირდებათ ბევრი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, როგორც გარანტი". ამასთან ცნობილია, რომ მხარეები დიალოგის მაგიდას უახლოეს დღეებში კვლავ მიუსხდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)