|
2022-03-30 11:42:45, 590 ნახვა
საზოგადოება
ილია ღუდუშაური გერმანიის განვითარების ბანკისა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს რეგიონულ დირექტორებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) რეგიონული ოფისის დირექტორ ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის მისიის დირექტორ ვინსენტ დონტოს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ლიდია კრისტენსენი. „მხარეებმა საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს ამ ორგანიზაციების მხარდაჭერით, დევნილი ოჯახების განსახლების, საარსებო წყაროებისა და დასაქმების მიმართულებით განხორციელებული პროექტებიც. ასევე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე. როგორც ილია ღუდუშაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის. ამიტომ, ამ მიმართულებით მუშაობა, მათ შორის დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.“- ნათქვამია ინფორმაციაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)