|
2022-03-29 23:05:53, 1008 ნახვა
პოლიტიკა
ბაიდენი რუსეთზე - ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ
"შევხედავთ", - ასე პასუხობს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის განცხადებას, რომ კიევსა და ჩერნიგოვში საომარ მოქმედებებს საგრძნობლად შეამცირებდა. "ვერაფერი ამოვიკითხე ამაში იქამდე სანამ არ დავინახავ, რა არის მათი ქმედებები. ვნახავთ შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც სთავაზობენ", - თქვა ბაიდენმა მისივე თქმით, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პირველ პირებთან სატელეფონო საუბრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება. „ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას. გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ და ასევე, ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ბაიდენმა. დღეს, 29 მარტს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)