|
2022-03-29 18:05:18, 685 ნახვა
მსოფლიო
ნატო-მ უკრაინის მონაწილეობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის თარიღები გამოაცხადა
ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 6-7 აპრილს უკრაინის მონაწილეობით შეხვედრას გამართავენ. - ამის შესახებ ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული. „ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით ნატო-ს შტაბ-ბინაში ოთხშაბათს, 6 აპრილს და ხუთშაბათს, 7 აპრილს გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრაზე ნატოს-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. "შეხვედრა 6 აპრილს სამუშაო ვახშმით დაიწყება. მეორე დღეს, 7 აპრილს, შეხვედრა ორ სესიად დაიყოფა. კერძოდ, პირველ სესიაზე მოწვეულნი არიან ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი." - აღნიშნულია ინფორმაიცაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)