|
2022-03-29 14:24:03, 718 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ამ მთავრობის მოშორება, მხოლოდ მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით მიიღწევა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ მთავრობის მოშორება, მხოლოდ მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით მიიღწევა. "როდესაც მე ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, საუბარია ამის მიღწევაზე მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით და მთავრობის მხრიდან ძალადობის არდაშვებაზე. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვეულებრივ საქმიანობას პარლამენტში აზრი არ აქვს, ეს არ ნიშნავს პარლამენტის დატოვებას, არამედ ერთადერთი მთავარი საკითხით პარლამენტში ყოფნას - მოქმედი არალეგიტიმური მთავრობის გაშვებისთვის და ახალი გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რათა მან ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები. ჩვეულებრივ საპარლამენტო რუტინაში დარჩენა დღეს ოლიგარქის თამაშია და მეტი არაფერი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)