|
2022-03-29 11:49:04, 864 ნახვა
საზოგადოება
სამშენებლო კომპანიებს K2-ის მოსაკრებლის დავალიანების განწილვადება შეეძლებათ
სამშენებლო კომპანიები გაზრდილი K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის დავალიანების განწილვადებას შეძლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა მიმდინარე და შეჩერებული პროექტების გაგრძელებას შეუწყობს ხელს. „2019 წლიდან შევზღუდეთ K2 კოეფიციენტის გადამეტება. ქალაქში მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ სწორად უნდა განხორციელდეს. მინდა, სამშენებლო სექტორს K2-ის მოსაკრებლის განწილვადებასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივა გავაცნო. ეს ეხება 2019 წლამდე გაცემულ მშენებლობის ნებართვებს, რომელთაც აქვთ შესყიდული K2 კოეფიციენტი. ეს კომპანიები მოსაკრებელს ვერ იხდიან. ამის გამო, მშენებლობები გაჩერებულია, ასევე, მუნიციპალიტეტისადმი მრავალმილიონიანი დავალიანება აქვთ. სამშენებლო კომპანიებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება, შევჯერდით, რომ დავუშვათ K2-ის განწილვადება. კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)