|
2022-03-28 16:07:59, 809 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მთავრობამ თქვა, ვინც ქუჩაში გამოდის „ნაციონალიაო“, ე.ი. ვისაც შია „ნაციონალია“ და ვინც ხალხს ძარცვავს, „ქოცი“
დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, ყველა ვინც ქუჩაში გამოდის „ნაციონალიაო“, ე.ი. ყველა, ვისაც შია, სწყურია, თავის ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს ნორმალურ განათლებას, „ნაციონალია“ და ყველა ვინც გაზულუქებულია, თავს გასულია, ხალხს ძარცვავს ყველა თურმე არის „ქოცი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გუშინ გამოვიდა ხალხი და ითხოვდა, რომ ჩამოგვიწიეთ, მოხსენით აქციზი და თითქმის 1 ლარით შემცირდება. დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა - ყველა ვინც გამოდის ქუჩაში არის „ნაციონალი“ და თუ ჩვენ დავწევთ აქციზს, თუ ჩვენ დავწევთ დღგ-ს, ჩვენ დავკარგავთ მილიარდ ლარს და ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ ჩვენი სოციალური ვალდებულებებიაო?! ამათ მართლა სრული დეგენერატები ხომ არ ვგონივართ?! ამ მართლა ერთუჯრედიან ამებებს. 2 მილიარდი ლარი თავისუფლად შეიძლება ამოიღო ბიუჯეტიდან ახალ სავარძლებში და ახალ მანქანებში რომ არ გადასხდნენ. ყველა ვინც გამოდისო, არის „ნაციონალიო“, ესეიგი ყველა, ვისაც შია, სწყურია, თავის ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს ნორმალურ განათლებას, „ნაციონალია“ და ყველა ვინც გაზულუქებულია, თავს გასულია, ხალხს ძარცვავს ყველა თურმე არის „ქოცი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)