|
2022-03-28 11:24:23, 941 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - არ შეიძლება, როცა მოქალაქეები კეტავენ ქუჩებს ავტომობილებით, ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი
არ შეიძლება, როცა ადამიანები პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს საკუთარი ავტომობილებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითიც გუშინ საწვავის ფასის ზრდის გამო გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს. „კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ მოქალაქეებს მივმართო, ნუ ავყვებით ამ პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი, იყო იმიტომ, რომ არ შეიძლება, როცა ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს საკუთარი ავტომობილებით, ეს არის მიუღებელი, ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს და წესებს“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)