|
2022-03-26 02:12:57, 1120 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე- თუ შენ, შენი ნებართვით, უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში
,,რამდენი პროვოკაციაც შემოგვთავაზეს, იმდენჯერ მიიღეს რაციონალური პასუხი. თვითმფრინავის თემა იყო ყველაზე აქტუალური ამ კუთხით.’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “POSTV’’-ის ეთერში. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც იმ ქვეყანაში შენი ნებართვით უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს, ეს ნიშნავს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას. ,,ძალიან მარტივად იყო აქ საქმე, თუმცა ძალიან რთულ შედეგებამდე მიგვიყვანდა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ თუ შენ შენი ნებართვით უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს, იმ ქვეყანაში სადაც არის საომარი მოქმედებები, ეს აპრიორი ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში, რაც არაერთხელ თქვა, არაერთმა ლიდერმა. მათ შორის, ბორის ჯონსონმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ისინი არათუ ხელს არ შეუწყობდნენ მოხალისე მებრძოლების წასვლას უკრაინაში, არამედ, რეკომენდაციას არ უწევდნენ, თუნდაც ირიბი ფორმით ადამიანების ჩართვას სამხედრო კონფლიქტში.’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)