|
2022-03-25 18:46:53, 952 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ასევე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს საზღვაო შენაერთებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორცილებული საპორტო ვიზიტების მნიშვნელობაზე. მარკ კლეიტონმა ვახტანგ გომელაურს გააცნო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ახალი პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც ელჩმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)