19:25 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 13:12:01, 833 ნახვა

საზოგადოება
მერაბ ჯერანაშვილი - საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი ორიენტირებულია საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად აისახოს პროკურორის თუ გამომძიებლის საქმიანობაზე

მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ მოიპოვა კონსტიტუციური დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და სამართლიანობის პრინციპით განაგრძობს საქმიანობას, ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპროკურორო საბჭოს როლი, რადგან თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ვართ პროკურატურის წინაშე და ჩვენმა არჩევანმა უნდა განაპირობოს პროკურატურის განვითარების შემდგომი ოთხი წელი, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჯერანაშვილმა საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

მერაბ ჯერანაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საპროკურორო საბჭო სწორედ პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა და მისი განცხადებით, საბჭო ამ ვალდებულებას ღირსეულად ასრულებს.

როგორც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭოს 6 თვეში ერთხელ პროკურატურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს, რაც არის ღია, გამჭვირვალე პროცესი და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ლაივ სტრიმის საშუალებით გადაიცემა.  „არ რჩება არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელსაც სვამენ საბჭოს წევრები. საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფაქტობრივად ასი პროცენტით შესრულებულია გენერალური პროკურორის მიერ" - აღნიშნა მერაბ ჯერანაშვილმა.

მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი ორიენტირებულია, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად აისახოს პროკურორის თუ გამომძიებლის საქმიანობაზე.

მერაბ ჯერანაშვილმა, ასევე, მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარმატებები უსურვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics