|
2022-03-24 15:14:47, 913 ნახვა
პოლიტიკა
IPM კვლევა - გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ რუსული ჯარების საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში დარჩება და იბრძოლებს
კვლევითმა ორგანიზაცია „აიფიემმა“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა მოამზადა, რომელიც რაოდენობრივი მეთოდის ტექნიკით, სატელეფონო ინტერვიუების საფუძველზე ჩაატარა. შეკითხვაზე, „რას მოიმოქმედებთ, თუ რუსული ჯარები, უკრაინის მსგავსად, საქართველოშიც შემოვლენ?“ გამოკითხულთა 42%-მა განაცხადა, რომ მზად არის დარჩეს ქვეყანაში და იბრზოლოს იარაღით ხელში, 24,2%-მა კი აღნიშნა, რომ დარჩება ქვეყანაში და შეეცდება უსაფრთხოდ იყოს. ამასთანავე, გამოკითხულ რესპონდენტთა 16.7% გამოთქვამს მზაობას, რომ ჩაერთოს მოხალისეობრივ აქტივობებში (11.2% სამოქალაქო, ხოლოდ 5.5% სამედიცინო ან ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობაში), კვლევის მონაწილეების 11.2% კი აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო. კვლევაში მონაწილე პირთა 3% აცხადებს, რომ შეუერთდება მიტინგებს, 1.7% კი ამბობს, რომ დატოვებს ქვეყანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)