|
2022-03-24 00:28:20, 1023 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი - ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, დავამარცხოთ ვლადიმერ პუტინი
„ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს - დავამარცხოთ ვლადიმერ პუტინი“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერ“-ზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი მოკავშირეებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „ძლიერ ქმედებებს“ ახორციელებს. „უკრაინელი ხალხი მამაცურად იბრძვის. ისინი თავიანთ დემოკრატიასა და ევროპულ ღირებულებებს იცავენ. ევროკავშირი მოკავშირეებთან ერთად, კრემლის წინააღმდეგ ძლიერ ქმედებებს ახორციელებს", - წერს შარლ მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ევროპული სამშვიდობო ფონდის შექმნის გადაწყვეტილება - უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია". „ეს გვიჩვენებს, რომ მშვიდობისა და ჩვენი ღირებულებების სამსახურში ევროპას აქვს გავლენისა და ძალაუფლების რეალური შესაძლებლობა", - წერს შარლ მიშელი „ტვიტერ"-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)