|
2022-03-23 21:06:52, 653 ნახვა
მსოფლიო
„რუსებო, ნუ გახდებით ზომბები“ - რუსული „პირველი არხის“ წამყვანმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, თანამდებობა დატოვა
ყოფილმა ტელეწამყვანმა და საფრანგეთში, რუსეთის „პირველი არხის“ კორესპონდენტმა, ჟანა აგალაკოვამ პარიზში, პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, იგი თანამდებობას ტოვებდა. გარდა ამისა, ყოფილმა წამყვანმა დაგმო კრემლის პროპაგანდა და მოუწოდა რუსებს, რომ „ზომბები“ არ გამხდარიყვნენ. „ჩემთვის შეკითხვა არ მდგომარეობდა, გამეგრძელებინა თუ არა სამუშაო ან დავარქმევდით თუ არა იმას, რაც უკრაინაში ხდება „სამშვიდობო ოპერაციას“... მინდა რუსეთში მომისმინონ, მსურს ისწავლონ პროპაგანდის გარჩევა და ინფორმაციის სხვა წყაროების მოძიება, მინდა ხალხმა ზომბირება შეწყვიტოს“, - აღნიშნა ჟურნალისტმა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟანა აგალაკოვა რუსეთის „პირველი არხზე“ 20 წელი მუშაობდა. მედიის ცნობით, მან გადადგომის შესახებ განცხადება 3 მარტს დაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)