07:29 - 25 Jul, 2026
|
2022-03-23 15:07:21, 721 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ომში დაღუპული სამხედროების რაოდენობას არ ასახელებს და ამბობს, რომ გაასაჯაროებს მაშინ, „როცა საჭიროდ ჩათვლის“
როდესაც სამხედროები ჩათვლიან საჭიროდ, დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ, - ასე უპასუხა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის შეკითხვას, როდის გამოაქვეყნებს თავდაცვის სამინისტრო დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შესახებ ინფორმაციას. „მართლაც, ერთხელ იყო გავრცელებული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს პრეროგატივა ბოლომდე ეკუთვნით მხოლოდ მათ, კერძოდ, ჩვენს სამხედროებს.როდესაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან, გაავრცელებენ დამატებით ინფორმაციას", - განაცხადა კრემლის სპიკერმა. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაცია, ომის დაწყებიდან მხოლოდ ერთხელ, მარტის დასაწყისში გაავრცელა და განაცხადა, რომ დაღუპული იყო მათი 498 სამხედრო, დაშავებული კი 1 597.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)