20:16 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 14:26:18, 862 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ ერთ ოჯახს გადასცა

თბილისის მერიამ, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ერთი ოჯახი დააკმაყოფილა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში გვეტაძეების ხუთსულიან ოჯახში იმყოფებოდა და მათ საცხოვრებელი სახლის მიღება მიულოცა.

„დღეს გვეტაძეების ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადავეცით. ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ. ჯამში, საცხოვრებლით ათი ოჯახი დაკმაყოფილდა. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სტატუსის მინიჭებას ელიან. მათ არ იციან, რა არის ამისთვის საჭირო. ამ შემთხვევაში, უნდა მიმართონ შესაბამისი რაიონის გამგეობებს ან მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. აქ აუხსნიან, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად რა დოკუმენტაციაა საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე,  საცხოვრებელი ფართით 10 ოჯახი უზუნველყო. მომდევნო წლების განმავლობაში, ბინებით 400 თბილისელი უსახლკარო ოჯახი  დაკმაყოფილდება.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე  გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი იმყოფებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზსა და მკურნალობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics