|
2022-03-23 13:48:44, 970 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვა - ჩამოგდებულია რუსი ოკუპანტების 101 თვითმფრინავი და 124 ვერტმფრენი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 23 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 15 600-მდე ჯარისკაცი. უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 517 ტანკი, 1,578 ჯავშანტექნიკა, 267 საარტილერიო სისტემა, 80 სარაკეტო სისტემა და 47 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს. ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 101 თვითმფრინავი, 124 ვერტმფრენი, 1008 საავტომობილო ტექნიკა, 42 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, ტანკები საწვავით და საპოხი მასალებით - 70, სპეციალური აღჭურვილობა - 15 და გემები/ნავები - 4 ერთეული. მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება. დათვლა ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)