08:48 - 25 Jul, 2026
|
2022-03-22 16:42:53, 947 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გარდა პატიმრობისა, ოპოზიციონერი სასამართლომ 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით დააჯარიმა. დღეს, რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. პროკურატურა ითხოვდა, რომ მისთვის 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 2020 წლის ბოლოს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, ალექსეი ნავალნიმ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა ფონდებში იყო ჩარიცხული
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)