|
2022-03-21 10:57:12, 1008 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს
ევროკავშირი აქტიურად განიხილავს, რუსეთს ნავთობის ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო. ამის შესახებ, Reuters-ი იტყობინება. სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბაიდენი ამ კვირაში ეწვევა ბრიუსელს, რათა ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები. ”ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეხუთე რაუნდზე, მოსალოდნელია ბევრი ახალი სახელი,” - თქვა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით, რადგან ახალი სანქციების განხილვა პირად მოლაპარაკებებში გრძელდება. თეთრმა სახლმა ადრე გამოაცხადა შეზღუდვების ახალი პაკეტი და განაცხადა, რომ სანქციების სია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ მოსკოვი არ დათმობს თავის მტაცებლურ მიზნებს. მანამდე აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვეს რუსულ ნავთობზე, მაგრამ ევროკავშირმა ეს ნაბიჯი არ გადადგა. ამავდროულად, ევროკომისიამ შეიმუშავა გეგმა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ეტაპობრივი გამორიცხვის შესახებ 2030 წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)