21:12 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-20 11:39:59, 926 ნახვა

პოლიტიკა
ადამ კიზინგერი - სირცხვილია ჩვენთვის, რომ ასე უბრალოდ ვუყურებთ თერმობარული იარაღის გამოყენებას

გავლენიანი "რესპუბლიკელი" კონგრესმენი, საქართველო აშშ-ს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ადამ კიზინგერის აზრით, რუსეთის თერმობარული იარაღი NATO-მ უნდა გაანადგუროს.
“რუსეთის თერმობარული იარაღი NATO-მ უნდა გაანადგუროს. ისინი ბარბაროსები არიან. სირცხვილია ჩვენთვის, რომ ასე უბრალოდ ვუყურებთ მათ გამოყენებას. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, ფილტვები აუფეთქდეს, სანამ ჩვენ შიშს დავძლევთ? ძველი თაობის ცივი ომის დროინდელი მოლაპარაკე თავები ცდებიან” -
წერს ტვიტერზე რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი.
რუსებმა უკრაინაში, სუმის რეგიონის ქალაქ ოხტირკაში ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმური ბომბები ჩამოაგდეს,– იუწყება ოხტირკის მერი პავლო კუზმენკოვი.

"მტერი აწარმოებს საზიზღარ ომს. ვაკუუმური ბომბი კვლავ ჩამოაგდეს ოხტირკაში, ააფეთქეს ნავთობის ავზები", - წერს ის Facebook-ზე.

ე.წ. ვაკუუმის ბომბების გამშვები რუსული რეაქტიული სისტემები TOS-1 და TOS-1A CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა ბელგოროდის სამხრეთით (რუსეთი, უკრაინის საზღვართან) აღმოაჩინა და იუწყებოდა ამის შესახებ.
თერმობარული (ვაკუუმური) იარაღი ისეთი ტიპის ფეთქებადი მასალაა, რომელიც ძლიერი, მაღალი ტემპერატურის აფეთქებას, გარემოში არსებული ჟანგბადის გამოყენებით აღწევს. ასეთი ფეთქებადი მასალით შექმნილი დარტყმითი ტალღა, ჩვეულებრივი მასალით გამოწვეულ დარტყმით ტალღასთან შედარებით, მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics