|
2022-03-18 09:58:51, 1149 ნახვა
პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი - აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის შეჩერდეს
შეერთებული შტატები ვერ ხედავს ნიშანს, რომ პუტინი მზად არის დიპლომატიური გზით, შეაჩეროს და დაასრულოს ომი უკრაინაში . ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. "ახლა ვერ ვხედავ ნიშანს, რომ პუტინი მზად არის შეჩერდეს. პირიქით, თუ მის ბოლო განცხადებებს მოუსმენთ, ისინი ვარაუდობენ, რომ ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს", - ხაზგასმით აღნიშნა მან. სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ დიპლომატია მოითხოვს მოლაპარაკების ორივე მხარის პასუხისმგებლობას და დაუყოვნებლივ დეესკალაციას. თუმცა, რუსეთი მოლაპარაკების ხასიათზე არ არის. „მე არ მინახავს რუსეთის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვანი ძალისხმევა ამ ომის დასასრულებლად, რომელსაც ის დიპლომატიური გზით აწარმოებს“, - თქვა ბლინკენმა. მისი თქმით, ვაშინგტონი მტკიცედ დაუჭერს მხარს კიევის ძალისხმევას დიპლომატიური საშუალებებით, მიაღწიოს დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტას და რუსული ჯარების გაყვანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)