21:13 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 01:31:46, 1279 ნახვა

პოლიტიკა
მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე - ზუგდიდში, „ალტ-ინფოს“ ოფისთან, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ზუგდიდში, „ალტ-ინფოს“ ოფისთან, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ჟურნალისტ, ემა გოგოხიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული ტელეკომპანია თავად იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ადგილზე, იმის მიზნით მივიდა, რათა გადაეღოთ, თუ როგორ შლიდნენ ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის თანამშრომლები, ოფისის შენობიდან უკრაინის მხარდამჭერ წარწერებს.

„სწორედ ამ მასალის გადაღების დროს, როგორც ემა იხსენებს, ოფისთან დაახლოებით 4 მანქანა ერთდროულად გაჩერდა, კასტეტებით შეიარაღებულმა პირებმა ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, - აღნიშნულია „მთავარი არხის“ განცხადებაში.

მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ, რამდენიმე პირი პოლიციამ უკვე დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics