12:51 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 22:48:34, 706 ნახვა

მსოფლიო
ოლაფ შოლცი - ჩვენ თავს ვალდებულად ვგრძნობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიპლომატიას მივცეთ ომის დასრულების შანსი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 17 მარტს განაცხადა, რომ გერმანია თავს ვალდებულად თვლის გააკეთოს ყველაფერი, რათა დიპლომატიას მიეცეს უკრაინაში, ომის დასრულების შანსი.

გერმანიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე კონფლიქტი „პუტინის ომია“ და პასუხისმგებლობაც რუსეთის პრეზიდენტს „ერთპიროვნულად ეკისრება“.

ოლაფ შოლცმა თქვა, რომ უკრაინის დახმარება ხელს მისცემს „უკრაინელების მაქსიმალურად გაძლიერებას“ და რომ „საერთაშორისო თანამეგობრობამ იპოვა ზუსტი საშუალებები რუსეთზე მძიმე ზიანის მიყენებისთვის, რათა ამ ომს უკვე ჰქონდეს დრამატული ეფექტი მასზე“.

გერმანიის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელი ლტოლვილებისთვის გრძელვადიან გეგმებს ადგენს და აღიარა, რომ უკრაინელების მიღება „დიდი გამოწვევაა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
რომან გოცირიძე: კრიპტოვალუტის ფერმები საქართველოს ელექტროენერგიის დაახლოებით 6%-ს მოიხმარენ
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics