|
2022-03-16 22:29:08, 669 ნახვა
მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად, 800 მილიონი დოლარი გამოუყო
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების მიზნით, 800 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინას თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად 800 მილიონი დოლარის გამოყოფისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი შესაბამის დოკუმენტს. მთლიანობაში, გასულ კვირაში აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გაწეულმა დახმარებამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შაბათს მისმა ადმინისტრაციამ კიდევ 200 მილიონი დოლარის ნებართვაც გასცა. „ვიყენებ ჩემს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას უსაფრთხოების დამატებითი დახმარების გასააქტიურებლად, რათა გავაგრძელო დახმარება უკრაინაში რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის დამატებითი 800 მილიონი დოლარის დახმარება. ამით, მხოლოდ ამ კვირაში, აშშ-ის უსაფრთხოების მიერ უკრაინისათვის გაწეული ახალი დახმარება 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს", - თქვა ჯო ბაიდენმა. ამასთან ერთად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესს თანხების გამოყოფისათვის მადლობა გადაუხადა. „აღნისნული ახალი პაკეტი, თავისთავად, უპრეცედენტო დახმარებას გაუწევს უკრაინას. იგი მოიცავს 800 საზენიტო სისტემას, რათა უკრაინის არმიამ გააგრძელოს თვითმფრინავების და ვერტმფრენების შეჩერება, რომლებიც თავს ესხმიან მის ხალხს და დაიცვას უკრაინის საჰაერო სივრცე“, - დასძინა აშშ-ის მთავარსარდალმა.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)