20:22 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 17:36:23, 734 ნახვა

პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს - იმედი მაქვს, იქნებით მსოფლიოს ლიდერი, რაც ნიშნავს, მშვიდობის ლიდერობას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს სიტყვით გამოვიდა და თავისი გამოსვლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს თხოვნით მიმართა. 

„თქვენს ქვეყანაში მშვიდობა აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ თქვენზე და თქვენს ხალხზე. ეს დამოკიდებულია შენს გვერდით მდგომებზე, მათზე, ვინც ძლიერია. ძლიერი არ ნიშნავს დიდს. პრეზიდენტო ბაიდენო, თქვენ ხართ თქვენი ერის ლიდერი. იმედი მაქვს, რომ თქვენ იქნებით მსოფლიოს ლიდერიც. იყო მსოფლიოს ლიდერი, ნიშნავს იყო მშვიდობის ლიდერი", - მიმართა ვოლოზიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მისი ხალხი იბრძვის ევროპისა და მსოფლიოს ღირებულებებისთვის, ისევე როგორც საკუთარი, უკრაინის ღირებულებებისთვის. 

უკრაინის პრეზიდენტმა ემოციურ გამოსვლაში განაცხადა, რომ „ცხოვრებაში აზრს ვეღარ ხედავს", თუ არ შეუძლია თავიდან აიცილოს უკრაინელი ბავშვების სიკვდილი და ეს მისი, როგორც ქვეყნის ლიდერის, ყველაზე დიდი საზრუნავია. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics