15:33 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 10:16:24, 496 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ეკონომიკური ზარალი ომის შედეგად, ამ ეტაპზე, 565 მილიარდ დოლარს შეადგენს

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინის აღსადგენად 500 მილიარდ დოლარზე მეტია საჭირო, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

შეხვედრაც უკრაინის სამომავლო მხარდაჭერის საკითხებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, უკრაინის მთავრობაში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად უკრაინის ეკონომიკის ზარალის ითვლის.

„წინასწარი გათვლებით,  ახლა უკრაინის ზარალი 565 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. რეალურად, ეს არის ის თანხები, რომლებიც საჭირო იქნება ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად.“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics