|
2022-03-15 14:47:00, 752 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - „ოცნებამ“ დაიწყო კუდიანებზე ნადირობა, მთავარ კუდიანად დანიშნა ზურაბიშვილი, პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიცია
„ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადა - მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიციის წარმომადგენლები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს არ აპატია პარლამენტში გაკეთებული გუშინდელი განცხადებები და დარბაზში უკრაინის ელჩის წარმომადგენელთან ერთად შესვლა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული. სალომე ზურაბიშვილს არ აპიტიეს ის, რომ მან სიმბოლურად პარლამენტის დარბაზში შემოიყვანა უკრაინის ელჩი და ამისთვის სჯიან. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა კუდიანებზე ნადირობა - მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ხოლო პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიციის წარმომადგენლები. პირადად, ბიძინა ივანიშვილმა არ აპატია განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა, რომ პარტია იმართება პოლიტიკური ინტერესებით და არა კანონის შესაბამისად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)