20:23 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 13:32:03, 697 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ უთხრა სალომე ზურაბიშვილს უარი ევროპაში ოფიციალურ ვიზიტზე

მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე და მთავრობის თითოეულ წევრს მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებდი, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს, განახორციელებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მოხსენებისას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან მთავრობისგან მოითხოვა ოფიციალური ვიზიტით საზღვარგარეთ გაშვება, რაზეც უარი მიიღო, შემდგომ კი, თავისი გადაწყვეტილებით გაემგზავრა საფრანგეთში, ბრიუსელში და მსოფლიო სხვა ქვეყნებში ლიდერებთან შესახვედრად. აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართელ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics