16:22 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 17:43:33, 956 ნახვა

მსოფლიო
ოკუპანტებმა მარიუპოლში „ჰუმანიტარული დერეფნები“ აამოქმედეს და მოსახლეობას ევაკუაციის ნება დართეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის „მწვანე დერეფნების“ გადაკეტვა შეწყვიტეს და მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის ნება დართეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერის მრჩეველ, პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„13:00 საათისთვის ჩვენ გვაქვს დე ფაქტო დადასტურება დუმილის რეჟიმის დე ფაქტო დაცვის შესახებ მარიუპოლის მარშრუტზე კერძო ტრანსპორტის ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით. 50-მა კერძო მანქანამ უკვე გაიარა ბერდიანსკი და მოძრაობს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ამ დროისთვის საგუშაგოების გავლა უპრობლემოდ მიმდინარეობს ეს არის ერთადერთი დერეფანი, რომელიც ფაქტობრივად მუშაობს დღეს", - წერს მერის მრჩეველი. 

ცნობისთვის, უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქი მარიუპოლი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სრულად იყო ბლოკირებული როგორ ევაკუაციისთვის, ასევე ჰუმანიტარული დახმარებისთვის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics