|
2022-03-11 18:16:15, 957 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ცალსახად დაწერეს, რომ ქართული მხარე უდანაშაულოა, მთავრობა თავხედურდ იწერს გამარჯვებას
სანამ წულუკიანი ქართველ სამხედროებს ებრძოდა, მე შევკრიბე წამყვანი იურისტები, რათა ისინი დამეცვა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ.
ექს-პრეზიდენტის თქმით, თეა წულუკიანმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა, რომ ტრიბუნალი მიხელ სააკაშვილზე გამოსულიყო თუმცა საპირისპირო შედეგი მიიღეს. "კიდევ ერთხელ ჰააგაზე. წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით ყველაფერი გააკეთა, რომ ტრიბუნალი ჩემზე გამოსულიყო და სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღეს! პირველად ტრიბუნალის ისტორიაში, სადაც ყოველთვის ორივე მხარეს ამტყუნებდნენ, ახლა ცალსახად დაწერეს, რომ ქართული მხარე უდანაშაულოა. დღეს თავხედურად, მთავრობა თავის თავზე იწერს გადაწყვეტილებას. სანამ წულუკიანი ქართველ სამხედროებს ებრძოდა, მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვან იურისტთა ჯგუფი, რათა ისინი დამეცვა. შარშანწინ მათი საბოლოო, 300-გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნეს. სასამართლომ პრაქტიკულად გაიმეორა ამ დასკვნის თეზისები. ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა პასუხი. ყველაზე სამწუხაროა, რომ რუსებმა სალომე ზურაბიშვილის განცხადება მტკიცებულებად წარადგინეს სასამართლოში, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული, ისევე როგორც რუსეთის სხვა მტკიცებულებები, - წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)