17:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 16:59:10, 733 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის დაზვერვა - პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების შესახებ ბრძანება გასცა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების შესახებ ბრძანება გასცა, რომელზე პასუხისმგებლობაც, მისი სურვილით, უკრაინას უნდა „დაეკისროს“. ინფორმაციას Unian ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფაში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციისთვის, რუსი ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი ყალბი „მტკიცებულებები“ შექმნან. 

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, მსოფლიო საზოგადოების მიმართ „ბირთვულ შანტაჟი“ მოაწყოს, რათა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტონ.

ამ დროისთვის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მთლიანად გათიშულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის სისტემებთან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics