|
2022-03-11 13:48:15, 1067 ნახვა
პოლიტიკა
„მედიაზონის“ ჟურნალისტი დევიდ ფრენკებლი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს
პეტერბურგელი ჟურნალისტი და „მედიაზონის“ ფოტოკორესპონდენტი, დევიდ ფრენკებლი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მისი მეუღლე, ვარვარა მიხაილოვა „ტვიტერზე“ წერს. „საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, 40 საათი გზაში ვიყავით, 2 დღე ველოდით მის გახსნას ზვავსაშიშროების შემდეგ. 8 საათი ვიდექით რუსეთის მხარეს, 14 საათი ველოდით ქართულ მხარეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს ქმარს, ჟურნალისტ დევიდ ფრენკელს აეკრძალოს საქართველოში შესვლა ფორმულირებით „სხვა მიზეზი“, - წერს ვარვარა მიხაილოვა. როგორც თავად ფრენკელი წერს, მესაზღვრეებმა არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ და პასუხს „ზემოდან ელოდებოდნენ“, საბოლოოდ კი, უარი უთხრეს. „მომწონს, საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ყველა გადაწყვეტილებას მესაზღვრეები ადგილზე იღებენ. 14 საათი სადაც რეკავდნენ, მხრებს იჩეჩავდნენ, ხანდახან ბოდიშსაც კი იხდიდნენ, რომ თვითონ არ იცოდნენ და პასუხს სადღაც ზემოდან ელოდებოდნენ. საბოლოო ჯამში უარყოფა“, - წერს თავად ჟურნალისტი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)