|
2022-03-10 21:21:10, 892 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ აშშ მუშაობს დაავადებების გადამტან ღამურებზე, ქართულ ლაბორატორიაშიც
რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი აშშ-ს კვლავ ადანაშაულებს ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობაში, კერძოდ დაავადებების გადამტან ღამურებზე ცდების ჩატარებაში. მისი თქმით, მსგავსი კვლევები ტარდებოდა საქართველოშიც. "საინტერესოა პროექტი პ-781, რომელშიც ბიოლოგიური იარაღის ბიოაგენტების გადამტანად განიხილება ღამურები. კვლევების პრიორიტეტებია ბაქტერიულ-ვირუსული პათოგენები, რომელთა გადაცემაც შესაძლებელია ღამურების მიერ და იწვევს შავ ჭირს, ლეპტოსპეროზს, ბრუცელოზს, ასევე კორონავირუსებსა და ფილოვირუსებს. ყურადღების მიმპყრობია ის ფაქტი, რომ კვლევები ტარდება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, შავიზღვისპირეთის რაიონში, კავკასიაში. პროექტი ორგანიზებულია არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ პენტაგონის მიერ კონტროლირებულ ქართულ ლაბორატორიებში, ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტთან და აშშ-ს გეოლოგიური სამსახურთან კოოპერაციით", - ამბობს კირილოვი. რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს. განცხადება თავდაცის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა იგორ კონაშენკოვმა გააკეთა. მისი თქმით, უკრაინული ჯარები „ლაბორატორიებში ამზადებენ ბიოლოგიურ იარაღს, რომლითაც ისინი ადამიანებს ფრინველებისა და ქვეწარმავლების მეშვეობით აინფიცირებენ“
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)