19:37 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 00:28:57, 626 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ეს შეიძლება თქვენც დაგემართოთ, ჩვენ თქვენ გამოც ვკვდებით

„რაც ახლა ჩვენთან ხდება, შეიძლება თქვენც დაგემართოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩვენ თქვენ გამოც ვკვდებით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ უნდა დაიცვას სიცოცხლე და წინა პლანზე დააყენოს ჭეშმარიტი ღირებულებები.

„იცით, არის გარკვეული ღირებულებები, რომელთა ახსნაც ძალიან რთულია, სანამ ომი შენ ქვეყანაში არ არის. მაშინ შენ აღარ ფიქრობ რეფორმებზე. აღარ ფიქრობ რაიმეს ყიდვაზე ან რეგულაციებზე. არც გაზზე და ელექტროენერგიის გაძვირებაზე. აღარ ფიქრობთ ფულის გადადებაზე შვებულებაში წასასვლელად. აღარ ფიქრობ იმაზე, რომ ყოველწლიურად გადასახადები იზრდება. ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადადის. როცა ომი იწყება, ეს პრიორიტეტი საერთოდ არ არის.
ეს არ არის ცხოვრების ნამდვილი ღირებულება. ცხოვრების ნამდვილი ღირებულებაა, რომ ცხოვრობ და არ გკლავენ.
ეს არის ის, რაც ევროპამ უნდა გააკეთოს: დაიცვას სიცოცხლე და წინა პლანზე დააყენოს ჭეშმარიტი ღირებულებები. ვისურვებდი, რომ ცხოვრებაში ნამდვილი ღირებულებები დარჩეს თქვენს პრიორიტეტად.
რაც ახლა ჩვენთან ხდება, შეიძლება თქვენც დაგემართოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩვენ თქვენს გამოც ვკვდებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics