|
2022-03-09 21:08:34, 752 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის გამარჯვება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფი, მშვიდობიანი რეინტეგრაციისთვის გზას გახსნის
„უკრაინის გამარჯვება გზას გახსნის ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფი, მშვიდობიანი რეინტეგრაციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუწყება. მისივე განცხადებით, მოლდოვაც დაიბრუნებს დნეპრისპირეთს და სხვა მსოფლიო და რეგიონული წესრიგი დაიწყება. ექსპრეზიდენტის სიტყვით, საქართველოსთვის სოხუმის გზა კიევზე გადის, რომელიც „დღეს, თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია“. „მე მეზიზღება ომი. ომი ნგრევაა, მე კი შენება მიყვარს. ჩვენ არ ვართ ომის პარტია, მაგრამ როდესაც 2008 წელს თავს დაგვესხნენ, ისევე დავიცავით თავი, როგორც ამას გმირულად აკეთებენ ჩემი უკრაინელი თანამოქალაქეები. მაგრამ მე, ზოგიერთებისგან განსხვავებით, არ დამვიწყებია არც აფხაზეთი და არც ცხინვალი და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც უკრაინა გარდაუვლად გაიმარჯვებს ამ ომში, ეს გახსნის გზას ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფი, მშვიდობიანი (!) რეინტეგრაციისთვის. ასევე, მოლდოვა დაიბრუნებს დნეპრისპირეთს და საერთოდ სხვა მსოფლიო და რეგიონული წესრიგი იქნება. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ საქართველოსთვის სოხუმის გზა გადის კიევზე, რომელიც დღეს თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია - ჩემი ქალაქი. დიდება უკრაინას!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)