05:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 11:58:19, 981 ნახვა

ეკონომიკა
Fitch-მა რუსეთის გრძელვადიანი რეიტინგი B კლასამდე შეამცირა, რაც გარდაუვალ დეფოლტს ნიშნავს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch-მა შეამცირა რუსეთის გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი უცხოურ ვალუტაში C-მდე B-დან, ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.

განცხადების მიხედვით, რეიტინგის შემცირება ასახავს Fitch-ის შეხედულებას რუსეთის „სუვერენული დეფოლტის შესახებ, რომელიც გარდაუვალია“.

3 მარტს Fitch-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი „BOB“-დან „B“-მდე შეამცირა არასაინვესტიციო კლასამდე.

სააგენტომ განმარტა, რომ მკაცრმა საერთაშორისო სანქციებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ გაზარდა რუსეთის მაკროფინანსური სტაბილურობის რისკები, ისინი უზარმაზარ შოკს წარმოადგენს ქვეყნის საკრედიტო საფუძვლებისთვის და შეიძლება შეარყიოს სახელმწიფო ვალის მომსახურების უნარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics