|
2022-03-08 13:00:41, 737 ნახვა
პოლიტიკა
ბორის ჯონსონი - ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები, მეორე ლოყა მივუშვირეთ, ვნახეთ, რა გააკეთა საქართველოში
ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ, ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა და საქართველოს მაგალითი მოიყვანა. როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უნდა ჩავარდეს და წარუმატებლად ჩაითვალოს. „გასულ კვირაში, უკრაინაში განსაცვიფრებელი სცენების საპასუხოდ, დასავლეთის ერთიანობა შთამბეჭდავი და გამამხნევებელი იყო. პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრიდან ვიცი, რომ ამან უკრაინელებს გარკვეული კომფორტი მისცა გაჭირვების დროს. ჩემს ცხოვრებაში არასდროს მინახავს საერთაშორისო კრიზისი, სადაც გამყოფი ხაზი სწორსა და არასწორს შორის ისეთი მკვეთრი ყოფილიყო, რომლის დროსაც რუსული ომის მანქანა აფრთქვევს თავის რისხვას ამაყ დემოკრატიაზე. ვლადიმერ პუტინის აგრესიის აქტი უნდა ჩავარდეს და ჩაითვალოს წარუმატებლად. ჩვენ არ უნდა მივცეთ კრემლს საშუალება, თავი დააღწიოს ჩვენი განზრახვების არასდროს წაროადგენას. ჩვენ არ გვაქვს არავითარი მტრობა რუსი ხალხის მიმართ და არ გვაქვს სურვილი, გავაკრიტიკოთ დიდი ერთი და მსოფლიო ძალა. ჩვენ სასოწარკვეთილნი ვართ ახალგაზრდა, უდანაშაულო როსების ომში გაგზავნის გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ, ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს - ჩვენ ვნახეთ, რა გაკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და თუნდაც სოლსბერის ქუჩებში. პოლონეთსა და ესტონეთში ბოლო ვიზიტების დროს ჩემს კოლეგებთან საუბრისას, მე ვიცი, რამდენად მწვავედ გრძნობენ ისინი საფრთხეს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)