|
2022-03-07 11:13:54, 908 ნახვა
პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართეს. ენმ-ს წევრები გომელაურისგან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობისა და მათ მიმართ გამოყენებული სანქციების ზომის თაობაზე ინფორმაციას ითხოვენ. ბრიფინგზე"ნაცმოძრაობის წევრმა" ნონა მამულაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეების შემოდინებას. "დღეს საქართველოს მთავრობა წერს საქართველოს ისტორიის სამარცხვინო გვერდს. მთელი ცივილიზებული სამყარო უკრინის გვერდით დგას და საქართველოს სახელი მოიხსენიება რუსეთის და ბელორუსის გვერდით. დღეს, ჩვენ მივმართეთ წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში მასიურად შემოედინება რუსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეები და ამის კონტროლი არ ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანებში, სავარაუდოდ, შეიძლება იყოს დივერსანტები, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, გავარკვიოთ რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო და რა კონტროლის მექანიზმებია. ვთხოვთ გომელაურს, მოგვაწოდოს ინფორმაცია ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობისა და მათ მიმართ გამოყენებული სანქციების ზომის თაობაზე. ეს იქნება იმის მაგალითი, რაც ნათლად დაგვანახეს რას აკეთებდა სახელმწიფო 2013 წლიდან დღემდე და რა ღონისძიებებს ატარებდა. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაგვცეს პასუხი როგორ მოხდება ამ შემოდინების კონტორლი და პრევენციას მიმართავენ თუ გამოვლენილი იქნება დივერსანტები. - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა საგანგებო ბრიფინგზე.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)